LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

“პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დაპოსტა 2026/05/19-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით – იმედს ვიტოვებთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღებული, – ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა.

ზაქრო გვიშიანის თქმით, შეხვედრაზე პატრიარქის მიერ აღინიშნა, რომ პერიოდულად მოხდება დიუშენით დაავადებული ბავშვების დალოცვა.

„ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, შედეგიანი. პატრიარქს, მეუფეებს მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ აქამდე ვაჟღერებდით, მთელი ამ ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ამ უწყვეტი აქციების დროს. დაისახა გეგმები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ძალიან ძნელია წინსწრებით რაიმეს გადაჭრით თქმა, მაგრამ ყველა მიმართულებით დაისახა გეგმები, რომ ისინი ჩართულები იქნებიან ამ პროცესში – კომუნიკაციის პროცესში, შესაძლოა, ფონდის შექმნის პროცესში. მათ მოისმინეს, გაიგეს ამ დაავადების შესახებ. გაიგეს ის, რომ ამ დაავადებასთან მიმართებაში არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა და ინფორმაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდება ცალკეული პირების მხრიდან, წარმოადგენს არასწორ და არასრულყოფილ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო აუცილებელი, რადგან საპატრიარქოს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია, როგორც მედიკამენტებთან მიმართებაში, ასევე დაავადებასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღწეული ის გადაწყვეტილებები, რაზეც ჩვენ მთელი ამ მხნის განმავლობაში ვაკეთებთ აპელირებას და ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია უმოკლეს დროში ამ პრობლემის გადაწყვეტა – ვგულისხმობ, მედიკამენტის მიღებას.

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. აბსოლუტურად ყველა საკითხზე ექნება კომუნიკაცია ყველა იმ თანამდებობის პირთან, ადამიანთან, მათ შორის ექიმებთან ამ საკითხის უფრო ეფექტურად მოგვარების მიზნით,“ – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ. შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს
მთავარი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს.-ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მამა...

დაწვრილებითDetails

თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ
მთავარი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან – მეუფე შიო
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან. შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი, თამარ გოგალაძე აღნიშნავს, სჯერათ, რომ პატრიარქი მათი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს. „4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი  გარდაიცვალა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა. "ქართლის ამბებს" ინფორმაცია სოფლის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა.  მისი ცნობით, ვალია ვანიშვილი თავის საცხოვრებელ სახლში გუშინ...

დაწვრილებითDetails

“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე
მთავარი

ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი მადონა ქასრაძე გარდაიცვალა . - სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მადონა ქასრაძეს ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან : ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის საზოგადოებრივი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამი მოქალაქე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პანკისის ხეობაში, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

ფერმაში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კარანტინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევას უკავშირდება. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. იორთან ახლოს,...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში .

დაწვრილებითDetails

ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე – ნანუკა ჟორჟოლიანი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"