LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს სამი მოქალაქე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის დააკავეს

დაპოსტა 2026/05/19-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პანკისის ხეობაში, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან გარკვეულ მითითებებს იღებდნენ.

მაღრაძის განმარტებით, დაკავებული პირები პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განაგრძობს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.

კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში: ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს.

ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. „ჯამაათის“ ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით,“ – განაცხადა მაღრაძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან – მეუფე შიო
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან. შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი, თამარ გოგალაძე აღნიშნავს, სჯერათ, რომ პატრიარქი მათი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს. „4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი  გარდაიცვალა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა. "ქართლის ამბებს" ინფორმაცია სოფლის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა.  მისი ცნობით, ვალია ვანიშვილი თავის საცხოვრებელ სახლში გუშინ...

დაწვრილებითDetails

“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე
მთავარი

ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი მადონა ქასრაძე გარდაიცვალა . - სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მადონა ქასრაძეს ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან : ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის საზოგადოებრივი...

დაწვრილებითDetails

ფერმაში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კარანტინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევას უკავშირდება. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. იორთან ახლოს,...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში .

დაწვრილებითDetails

ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე – ნანუკა ჟორჟოლიანი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების...

დაწვრილებითDetails

პატარა ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
პატარა ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ნიტას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება ,გოგონას დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს : "ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია — ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული...

დაწვრილებითDetails

“რაც ჩვენ კოპენჰაგენში ვიხილეთ, არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ეს იყო დაგეგმილი” – კობახიძე

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"