ბათუმის ერთ-ერთ კლინიკიდან, თბილისში, იაშვილის კლინიკაში 20 დღის ჩვილი გადმოიყვანეს. ახალშობილის მშობლების ინფორმაციით, ბავშვს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილი კლინიკაში რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა.
მშობლების მოთხოვნით, ბავშვს თავზე კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებული იყო. ჩვილი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს.
„ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“, – განაცხადა ახალშობილის მამამ.
„დაზიანება მიაღებინეს ამათ, თუმცა ოჯახს აბრალებენ. ბავშვი შევიდა ჯანმრთელი, ვირუსით და თავგატეხილია იქიდან გამოგზავნილი“, – აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.
იაშვილის კლინიკაში მედიკოსები ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად კონსილიუმს მართავენ.
რა გახდა ბავშვის თავის ქალის დაზიანების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტო სწავლობს.








