შიო, იობი თუ გრიგოლი – ვინ გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი? – მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კენჭისყრა უნდა შედგეს, 3 საათში დაიწყება. სამებაში შეხვედრას 1 200-მდე პირი დაესწრება, თუმცა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს აქვთ.
კენჭისყრამდე განცხადებები კეთდება სასულიერო პირების მხრიდან.
“ახალბედა არავინ არ იქნება, გამოცდილი იქნება თავისი მართვით თავის ეპარქიაში. ბევრია, თუმცა ზოგს უკვე ასაკი გადასცდა და დადგენილი ასაკის გამო, ვერ იქნება კანდიდატი, შეიძლება ვიღაცა ვიღაცაზე უკეთესი აღმოჩნდეს… იმედი გვაქვს, რომ მშვიდობით ჩატარება ყველაფერი და არჩევანი უფალი როგორც განაგებს, ის იქნება,” – აღნიშნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.










