შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ახალგაზრდა მამაკაცი კარანტინში გადაიყვანა. შეამოწმეს ასევე დედა, ძმა, რძალი და სამი მცირეწლოვანი ძმისშვილი. როგორც გაირკვა , მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან დაბრუნდა, სავალდებული თვითიზოლაციის ნაცვლად კი საბავშვო პარკში ბავშვებთან და სხვა მეზობლებთან კონტაქტობდა. ცნობისთვის: შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოავლინა. საერთო ჯამში საკარანტინო ზონებში იძულების წესით 127 ადამიანია გადაყვანილი
ვალუტის განახლებული კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო....










