LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს

დაპოსტა 2026/05/06-ში
A A
76
ნახვა
გაზიარება

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო.

სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი საშუალება აღმოაჩინეს.

მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია – დაღუპულია ახალგაზრდა ბიჭი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა.   შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა.   ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები ვახო ხუციშვილი მსუბუქი ავტომობილით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა. მამაკაცმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ქუთაისში ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ავტოქარხანაში, მე-14 სკოლის წინ მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს თვითმხილველმა განუცხადა ბებია და შვილიშვილი მსიბიქად დაშავდნენ და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

რიკოთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია ბავშვი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
არსებობს გარკვეული შენიშვნები კონტრაქტორთან ხარისხთან დაკავშირებით – რა ვითარებაა რიკოთეზე
მთავარი

რიკოთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია ბავშვი || არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ასპინძისთან 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ასპინძისთან 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დღეს, 9 ივლისს ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით...

დაწვრილებითDetails

გამოვლენილია ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
გამოვლენილია ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. უწყების ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. შედეგად მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა....

დაწვრილებითDetails

სუპერმარკეტებისა და აფთიაქების ძარცვა – პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

პო­ლო­ნე­თის ოტვო­კის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ამ ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26 წლის მა­მა­კა­ცი ად­გი­ლობ­რივ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა და აფ­თი­ა­ქებს ძარ­ცვავ­და. გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ოტვო­კის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე მსხვილ ქსე­ლურ მა­ღა­ზი­ებ­სა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ჟურნალისტი, ტელე და კინოოპერატორი ლევან შანიძე

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
გარდაიცვალა ჟურნალისტი, ტელე და კინოოპერატორი ლევან შანიძე
მთავარი

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაიცვალა ჟურნალისტი, ტელე და კინოოპერატორი ლევან შანიძე. სამწუხარო ამბავი სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. „მართლა აღარ ვიცი, რა ვთქვა... ახლა მითხრეს, რომ ლევანი გარდაიცვალა... ჩვენი ძმა,...

დაწვრილებითDetails

ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას წურბელების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ექიმის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში კანის ინფექციით ორი პაციენტი მიმართა, რომელთაც ინფექცია სწორედ წურბელების მიერ დაზიანებულ კანში განუვითარდათ. ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 184 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
იმერეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 70 შემთხვევა გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების...

დაწვრილებითDetails

+42 გრადუსამდე სიცხე და ძლიერი ნალექები – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში ზაფხულის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექის რაოდენობა, სავარაუდოდ, ნორმის ფარგლებში დარჩება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, აცხადებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"