რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. საკონტრაქტო ფირმა შპს „ორიენტირი“ მთელი ღამის განმავლობაში გზის საფარის დაგებას ახორციელებდა. ამ დროისათვის ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა დაესწრნენ.
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალურად აღდგენას გულისხმობს, დადგენილ ვადებში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდი ავრცელებს.
“მერაბ მალანიამ თქვა: „გაგებით ვეკიდებითო“, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა?”- ეკა კუპატაძე
მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, - ამის...










