გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით არის გაზრდილი, ბოლო ერთ თვეში ფასის 7.4%-იანი მატება, წლის განმავლობაში კი 41.2%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რა ღირს ოქრო საქართველოში?
ძვირფასი ლითონის ფასი დღიურ ჭრილში არ შეცვლილა ადგილობრივ ბაზარზე.
კერძოდ, 1 გრამი 999 სინჯის მქონე ძვირფასი ლითონის ღირებულება საშუალოდ 420 ლარის ფარგლებში მერყეობს.










