მსოფლიოს ბირჟებზე და საქართველოში ოქროს ფასი შემცირდა, თუმცა ფასის ცვლილება მინიმალურია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 784 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.03%-ით კლებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 79.01 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 427 ლარი ღირს, 750 სინჯის – 320 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 250 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.59 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 6.08 ლარი ღირს.










