პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ქართველია.
ბავშვს თავის ქალის მოტეხილობა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ, ცემის კვალზე მიანიშნებდა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება.
ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: ბავშვის დედა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ორი მამაკაცი, მოლდოვის მოქალაქეები.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა მომხდარის დროს მოლდოვაში სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად იმყოფებოდა. ბავშვი კი მან ნაქირავებ ბინაში მამასთან და მის ორ ნაცნობთან დატოვა.
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით. სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.










