,,ამასობაში არ დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარეობს ჰააგის ტრიბუნალის გამოძიება და უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, შესაძლოა, განსასჯელთა სკამზე ჩვენი სამხედროებიც აღმოჩნდნენ.
როცა ვამბობთ , ომი სააკაშვილმა დაიწყო, ვგულისხმობთ – ომი საქართველომ დაიწყო.
რატომ ?
პასუხისმგებლობა ქვეყანას ეკისრება და არა ცალკეულ პირებს.
ნაბან წყალს ქვეყანა გადაყვება და არა პრეზიდენტები, ან პრემიერები.
და როცა მორიგ ჯერზე, მშვიდობიანობასა ან ომში მეგობრების დახმარება დაგვჭირდება, ჩვენს გვერდით აღარ იქნება არცერთი სტრატეგიული პარტნიორი. ცნობილი ამბავია, თუ თავად არ იცავ პრინციპებს, შენს გამო არც სხვა შეწუხდება.
ჩვენ არ დაგვიბომბავს მშვიდობიანი მოსახლეობა.
ჩვენ თავს ვიცავდით.
ჩვენ 200 წელია გვკლავენ, ტერიტორიებს გვართმევენ, ეკლესიებში ფრესკებს თეთრად გვიღებავენ, მშვიდობიან მოსახლეობას გვიწიოკებენ, გვხვრეტენ, შვილების თვალწინ დედებს ამცირებენ, მამებს ხოცავენ.
წარმოუდგენელია ვინმეს სიძულვილის გამო სამშობლოს ინტერესების შელახვა და ამით მტრის წისქვილზე წყლის დასხმა.
არც იმ ერთი კაცის სიყვარულის გამო გაუწირავს თავი გიორგი ანწუხელიძეს.
არ შეიძლება, ძმები რომელაშვილების ქვეყანაში გავრილოვი ჩამოგყავდეს და პარლამენტში ფიანდაზებს უგებდე.
ერეკლე ყულოშვილის სამშობლოში მტერს მტერი უნდა ერქვას.
სხვაგვარად, ვერასდროს მოვიგებთ ომს, რომელიც დღესაც გრძელდება და ამ საოცარი ბიჭების თავგანწირვაც ფუჭი იქნება.
სხვაგვარად, ჩვენს შვილებსაც მონობისთვის გავწირავთ.
ასე არაფერი გამოვა.
პ.ს. უტვინოებისთვის განვმარტავ – სააკაშვილის ნაცვლად ჩასვით შევარდნაძე, გამსახურდია, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი და ტექსტი ისე წაიკითხეთ. მოცემულობა იგივე დარჩება .”-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი