აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. გუნდთან მქონდა კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით. მოტივაცია ერთადერთია, არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ, ნამდვილად დადგა ის დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს.
აქ სიტყვა „კლანი“ არ არის ის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენო. თორნიკე რიჟვაძის მოსვლამდე ვიყავი თავმჯდომარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არა მგონია სწორი იყოს.
ამ ეტაპისათვის, ბუნებრივია რაღაც პერიოდი უმაღლეს საბჭოში მომიწევს ყოფნა, ჩვენი გუნდიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაქვს რაღაც გადაწყვეტილებები და ეს კონსულტაციები ოჯახთან უნდა გავიარო.
ჩემი შემცვლელი შეიძლება იყოს უმრავლესობის ნებისმიერი წევრი. ყველა ღირსეულია, გუნდმა უნდა გააკეთოს, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, თუკი ეს ცოტნე ანანიძე იქნება, მივესალმები მის კანდიდატურას“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე მოიაზრება.
აღსანიშნავია, რომ დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა.









