ავარია სოფელ ახაშენში. სამების ეკლესიის ზევით, ფაცხებთან, ავტომობილი ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 1 ადამიანი, 1 კი უგონო მდგომარეობაშია. არიან დაშავებულებიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო ,სახანძრო სამსახურები და სასწრაფო დახმარება.- ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელება
თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...










