Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი დღის ჭრილში ძვირფასი ლითონი 2.53%-ით გაძვირდა, წლიურად კი 41%-იანი მატება ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღის და წლის ჭრილში ფასები გაიზარდა, ოქროს ფასის 15%-იანი კლება ფიქსირდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 410 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 27 მარტს 1 გრამის ფასი 407 ლარი იყო, რაც ერთ დღეში ოქროს 3 ლარით გაძვირებაზე მიუთითებს.










