“საქართველოში უკვე წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება – ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება.დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს, გააუცხოვოს ერთმანეთისგან და დაასუსტოს.ამიტომ დღეს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს!ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. გვაერთიანებს საერთო წუხილი, საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.ამჯერად ამ ერთობის დემონსტრირება ქუთაისში უნდა მოხდეს. ქუთაისი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ეს არის ქალაქი, რომელიც ისტორიულად უკავშირდება ქვეყნის გაერთიანებასა და ერთობას.ამიტომაც სწორედ ქუთაისი უნდა გახდეს ადგილი, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.29 მარტს ქუთაისში ჩამოვლენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.29 მარტს შევიკრიბოთ ქუთაისში ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო: „ძალა ერთობაშია“!” – ნათქვამია გავრცლეებულ ინფორმაციაში.
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა იპოვეს
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო ნათია ვიპოვეთ!!! 24 საათის შემდეგ! მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. დღეს...









