ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინური კომპანიის „იუტონგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „იუტონგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ავტობუსების წარმოების მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ჩინურ კომპანიას შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების თაობაზე.
იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს
იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ გოგა ბულიას ნეაპოლში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, პოლიციამ კი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და...









