საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ლელოს“ მიმართავს და მოუწოდებს, “ოცდნებასთან“ დიალოგის შესახებ ინიციატივაზე უარი თქვას.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, მხოლოდ „უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლით მოხდება გამარჯვება“.
“იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე „ლელოსთან“ ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში“, – აცხადებს სააკაშვილი
„მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო, შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის, ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას.
არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს „ინიციატივა“ გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს. იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე „ლელოსთან“ ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში“, – აცხადებს სააკაშვილი.
„ლელო ძლიერი“ საქართველოს ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, რომ აუცილებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე.
„ლელოს“ განცხადებას პაპუაშვილმა დღეს უპასუხა და თქვა, რომ „ლელოს“ „ქართულ ოცნებასთან“ და „ქართულ ოცნებას“ „ლელოსთან“ სალაპარაკო არ აქვს.










