LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

დაპოსტა 2026/03/13-ში
A A
747
ნახვა
გაზიარება

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა “ჩემი ხარაგაული” ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 16 იანვარს გამოცემულ #84 განკარგულებას, რომლითაც მათთვის ეკომიგრანტის სტატუსით არის განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის გამოყოფა. გენერალური პროკურატურისგან კი ითხოვენ გამოძიების ჩატარებას, თუ რამ გამოიწვია მეწყერი ამ ორ სოფელში.

„ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ. ამიტომ ასეთი სტატუსი ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, – ამბობს მარადი გელაშვილი, – დარწმუნებულები ვართ, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია.

2019-2020 წლებში, როცა ლაშის ტერიტორიაზე სარკინიგზო გვირაბი შენდებოდა, ლაშის სკოლის შენობის უკანა მხარეს ნაპრალი გაჩნდა. მაშინ რკინიგზის მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ დიდიძეებისა და შარვაძეების სახლების ეზოებში „დრენაჟები“ მოაწყო. თუმცა, ნაპრალი ისევ გაჩნდა.

გეოლოგიურ კვლევაში, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ჩატარდა, მეწყერის სიღრმე-სიგანე, მისი მოძრაობის მიმართულება და რისკებია დადგენილი. ამ დასკვნის მიხედვით, ქანები გამორეცხილი იყო და მრავალი ასწლეულის განმავლობაში იშლებოდა. მაშინ ამ ტერიტორიაზე გვირაბის მშენებლობა და აფეთქებითი სამუშაოები საერთოდ არ უნდა წარმოებულიყო.

გარდა ამისა, ღვერკი და ხემაღალი გეოლოგიურ რუკაზე 2017 წლიდან მაღალი რისკის მეწყერსაშიშ ადგილად ყოფილა მიჩნეული, რაც ჩვენ ამ დრომდე არ ვიცოდით. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, რომ მეწყერსაშიშ ადგილზე ასეთი დიდი მშენებლობა დაიწყო.

ჩვენ არ ვართ ეკომიგრანტები, ჩვენ რკინიგზის მშენებლობის გამო დაზარალებულები ვართ. ამიტომ უნდა აღიწეროს ყველაფერი – საცხოვრებელი სახლები, დამხმარე ნაგებობები, სახნავ-სათესი სავარგულები და საკომპენსაციო თანხაც ამის მიხედვით განისაზღვროს. 112 დაზარალებული ოჯახიდან მხოლოდ ხუთმა მოაწერა ხელი, რომ ეკომიგრანტია და გამოყოფილ 30 ათას თუ 50 ათას ლარს მიიღებს.

არავინ იფიქროს, რომ ფულის გულისთვის ვდავობთ. ჩვენთვის მთავარია, სიმართლე დადგინდეს.

სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. პროკურატურამ საქმე აღძრა და გამოკითხვაზეც ვიყავით. დაგვპირდნენ, რომ საქმეს ადგილზე შეისწავლიან და სოფელში მოვლენ. სასამართლოსა და პროკურატურაში თუ ვერაფერს მივაღწიეთ, აუცილებლად საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ. ტყუილს სიმართლედ არავის გავასაღებინებთ“.

ხემაღალში მცხოვრები მზია დევდარიანი ამბობს, რომ მიწაზე ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება. ქალბატონი მზია გასულ კვირაში დამეწყრილ სოფელში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა, რომ მის საცხოვრებელ სახლს და მეწყერს ხუთიოდე მეტრი აშორებს.

„ეს ბუნებრივი მეწყერი არ არის. ეს არის რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებისგან გამოწვეული, – ამბობს მზია დევდარიანი, – კომპენსაციის აღებას არ ვაპირებთ, რა უნდა შევიძინო 50 ათასი ლარით?! არ ვარ ეკომიგრანტი. საშიშროება მატულობს. ნაპრალები იზრდება. ვფიქრობ, რომ შოვის მეწყერი მონაგონი იქნება, რაც აქ შეიძლება დატრიალდეს“.

ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ინჟინერ-გეოდეზისტი კახა კიკნაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის დაზარალებულ მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს, რომ დამეწყრილ სოფლებში მისვლისგან თავი შეიკავონ:

„ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება განაგრძეთ კითხვა

გაზიარება299

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო-მოსკოვის ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია. შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ...

დაწვრილებითDetails

სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, დღეს საღამომდე მოძრაობა აკრძალულია.   მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.   საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

30 აგვისტოს ასტროლოგიურ ენერგიებს ძირითადად ვერძში მოძრავი მთვარის დინამიკა განსაზღვრავს. ეს დღე აერთიანებს ინიციატივას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და პრაქტიკული გეგმების დასახვის აუცილებლობას.   ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ვერძი - დღე მოგიწოდებთ...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 30 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ნალექი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს -  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში "საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"