13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.
ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.
დღისით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 19 გრადუსი, ზუგდიდში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა,-1 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:
სოხუმი +14 გრადუსი,
ზუგდიდი +19 გრადუსი,
მესტია +7 გრადუსი,
ფოთი +15 გრადუსი,
ბათუმი +14 გრადუსი,
ოზურგეთი +16 გრადუსი,
ქუთაისი +16 გრადუსი,
ბორჯომი +10 გრადუსი,
ბაკურიანი +6 გრადუსი,
ცხინვალი +8 გრადუსი,
გორი +9 გრადუსი,
გუდაური -1 გრადუსი,
თელავი +10 გრადუსი,
რუსთავი +11 გრადუსი,
თბილისი +11 გრადუსი.










