LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს

თბილისში, ბინაში 84 წლის ექიმის ჩონჩხი მხოლოდ შვილის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს

დაპოსტა 2026/03/09-ში
A A
484
ნახვა
გაზიარება

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში უცნაურ საიდუმლოს ინახავდა. 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერც მეზობლებმა და ვერც ნათესავებმა გაარკვიეს, თუ სად გაქრა ხანდაზმული ქალბატონი – პროფესიით ექიმი, ნანული ნატროშვილი.

გაუჩინარებული ქალის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი თევზაძე მეზობლების ნაწილს არწმუნებდა, რომ დედა კარგად არის და ის ერთ-ერთ რეგიონში ნათესავთან იმყოფებოდა. მეორე ნაწილს კი სხვა ვერსიაც მოუყვა – თითქოს, შეუძლოდ მყოფი დედა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა.

საიდუმლოს ფარდა გასულ კვირას აეხადა – მას შემდეგ, რაც ირაკლი თევზაძე, მძიმე დიაგნოზით, კლინიკაში მოხვდა და მოგვიანებით, პალიატიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უახლოეს ნათესავს სახლის გასაღები გადასცა. ბინის დასალაგებლად მისულ ნათესავებს კი ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. საწოლში მათ ორი წლის წინ გაუჩინარებული ნანული ნატროშვილის ცხედარი ნახეს. ზეწრებში გახვეული გვამი თითქმის სრულად ჩონჩხურ მდგომარეობაში იყო. გაირკვა, რომ შვილი დედის გარდაცვალებას თითქმის ორი წლის განმავლობაში მალავდა. “კურიერი P.S-ის” ინფორმაციით, ხანდაზმული ქალის საპენსიო ბარათიდან, გარდაცვალების მიუხედავად, თანხა ყოველთვიურად იხსნებოდა. ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ ცხოვრობდა 50 წლამდე მამაკაცი მთელი ორი წლის განმავლობაში ქალის ცხედართან ერთად და რატომ დამალა მან პენსიონერი დედის გარდაცვალება.

კარს მიღმა, ქალის ცხედართან ერთად, სიმართლე ორი წლის განმავლობაში იმალებოდა. ახლა ყველაფერს ნათელი ექსპერტიზის დასკვნამ უნდა მოჰფინოს. სწორედ ექსპერტებმა უნდა უპასუხონ კითხვას – ხანდაზმული ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ძალადობრივი ქმედების შედეგად.

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე “კურიერი P.S-თან” ამბობს, რომ ორი წლის შემდეგ, ხანდაზმული ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ცნობილია, რომ თავად მამაკაცი პალიატიურ განყოფილებაში მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს კითხვა — შეეძლო თუ არა დაავადების პროვოცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვამის დაშლის შედეგად გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს.

სახლი, რომელიც თითქმის ორი წელი უცნაურ საიდუმლოს ინახავდა, ახლა დალუქულია. გარდაცვლილი ქალის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადგინდება, თუ რა გახდა 84 წლის ნანული ნატროშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

გაზიარება194

დაკავშირებული -პოსტები

შეთავაზებული ფორმები უფრო იაფი დაუჯდებათ – სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვაზე მუშაობს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 9, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეთა მშობლებს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფორმები იმაზე იაფი დაუჯდებათ, ვიდრე სტანდარტულად ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებისთვის სამოსის შეძენა უჯდებათ ხოლმე. ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
გორში შსს-ს მაღალჩისნოსნებმა  რესტორანში იჩხუბეს – კონფლიქტში ქურდები ჩარიეს
მთავარი

ბათუმში მოქმედი პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში მოხდა. წყაროს ცნობით, დაკავებული პირი ტ.რ. არის და ის...

დაწვრილებითDetails

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი სეიედ მოჯტაბა ხამენეია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 9, 2026
0
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი სეიედ მოჯტაბა ხამენეია
მთავარი

„ფარსის“ ცნობით, ირანის ექსპერტთა საბჭომ მოჯტაბა ხამენეი ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩია. ის ირანში გავლენიან კულისებში მოღვაწე ფიგურად ითვლება. მას მჭიდრო კავშირები აქვს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და ქვეყნის უსაფრთხოების...

დაწვრილებითDetails

ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 9, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
მთავარი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. Brent-ის მარკის...

დაწვრილებითDetails

საია-მ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
მთავარი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა, რომელიც, ორგანიზაციის განმარტებით, 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. მათივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლო უკვე...

დაწვრილებითDetails

2025 წელს გამოვლინდა ქალის მკვლელობის 12 და მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტი – ომბუდსმენი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ლევან იოსელიანის შეფასებით,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 9 მარტს წმ. იოანე ნათლისმცემელის თავის პირველად და მეორედ პოვნას აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. იოსებ ფლავიუსის ცნობით, იოანე...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 9, 2026
0
გამოვლინდა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი
მთავარი

აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

ქ. თბილისში 9 მარტს მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11...

დაწვრილებითDetails

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვარსკვლავები ამ დღეს ბევრ ნიშანს მოუწოდებენ სიფრთხილისკენ გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით ფინანსურ  საკითხებში. ზოგისთვის კი ეს დღე ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების მომტანი შეიძლება იყოს. ვერძი დღეს ყურადღება სამუშაოსა და პასუხისმგებლობებზე გადაიტანეთ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"