აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ უკვე გვიანია.
„ისინი რეკავენ და მეკითხებიან: „როგორ დავდოთ შეთანხმება? მე ვუთხარი: „ცოტა დაგაგვიანდათ“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა : „ახლა ჩვენ უფრო მეტად გვინდა ბრძოლა, ვიდრე მათ“.
მისი მტკიცებით, აშშ და ისრაელის „მტრის სრულ განადგურებას გრაფიკზე გაცილებით ადრე“ ახორციელებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებენ მტრის სრულად განადგურებას გრაფიკზე გაცილებით ადრე და ისეთ დონეზე, რაც ხალხს აქამდე არასდროს უნახავს. ყოველ საათში უფრო მეტ ირანულ რაკეტებსა და დრონებს ვანადგურებთ, ისე ვანადგურებთ მათ, როგორც არავის ეგონა“, -აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, ირანმა, დაახლოებით, რაკეტების 60% და გამშვები მოწყობილობების 64% დაკარგა.
„მათი საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, სამ დღეში 24 გემი, ეს ძალიან ბევრი გემია. მათი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი აღარ არსებობს, ამიტომ მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები, არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. აღარ აქვთ თვითმფრინავები, კომუნიკაციის საშუალებები. რაკეტები აღარ აქვთ, გამშვები მოწყობილობები აღარ აქვთ, შესაბამისად, დაახლოებით 60% და 64%“, – აღნიშნა ტრამპა.










