LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
86 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ცისანა ანთაძე

86 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ცისანა ანთაძე

დაპოსტა 2026/02/27-ში
A A
755
ნახვა
გაზიარება

86 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ცისანა ანთაძე.
ცისანა ანთაძე დაიბადა ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჯურუყვეთში.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტუტუტი მათემატიკის სპეციალობით. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: ,,სათავეებთან” (თანაავტორია, 1968), ,,ლექსები”( 1978), ,,ბილიკ-ბილიკ” (1974), ,,მზეო მაღალო” (1978), ,,ლამაზი სიზმარი” (1982), ,,მოეფერეთ შემოდგომის ჩიტებს” (1990), ,,რჩეული” (2000), ,,აღსარება” (2014). ავტორია მონოგრაფიებისა: ,,ღვაწლით გალამაზებული სიცოცხლე” (2011), ,,სავსე ქართული პატიოსნებით” (2010), “ადამიანი” (2012), “სიტყვა ლამარა ბოლქვაძეზე”, “ღირსეული”, “ნური ვერძაძე”, “ანა” (ანიკო დუმბაძე, 2003). ქართულ პერიოდულ პრესასა და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიცისტური წერილი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ვლადიმერ ვისოცკისა და ტარიელ ცხვარაძის ლექსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გამომცემლობა “საბჭოთა აჭარაში”, “რესპუბლიკურ საბავშვო ბიბლიოთეკაში”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროში; 2004-2012წწ. უძღვებოდა გაზეთ “აჭარა P.S”-ის ლიტერატურულ რუბრიკას; რედაქტორია 20-ზე მეტი წიგნისა, არის ჟურნალ “ჭოროხისა” და გაზეთ “აჭარა P.S”-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (შემოქმედებით საქმიანობაში მიღებული წარმატებისთვის), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სიგელით (ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის), მიღებული აქვს “ქართული კულტურის ამაგდარის წოდება” (ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირი), წმინდა მესროპ-მაშტოცის სამახსოვლო მედალი (საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ ,,ჰაიოს-ქართლოსის” გადაწყვეტილებით, სომხეთ-საქართველოს მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის).

გაზიარება302

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
მთავარი

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ერთ-ერთი ჩინოვნიკის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ჩხრეკას ატარებენ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

“ჩვენ აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი”- კობახიძე

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიტანული სანქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთთან არანაირი დიპლომატიური ცვლილება არ ექნება, მათ შორის არ მოხდება არც ელჩის ქვეყნიდან გაძევება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ელჩი თავად არის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის - „იმედისა“...

დაწვრილებითDetails

კომპანია „მაგთიკომი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
“მაგთიკომი” გაფიცულ თანამშრომლებზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომმა“ კომენტარი გაავრცელა. „მაგთიკომი“ აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და დიდი ბრიტანეთის (2019...

დაწვრილებითDetails

“რის ამპუტირებული სხეულის ნაწილები, ეს არის ტყუილი”-მერის წარმომადგენელი სოფელ მელაურში

by თამარა ქავთარაძე
თებერვალი 27, 2026
0
“რის ამპუტირებული სხეულის ნაწილები, ეს არის ტყუილი”-მერის წარმომადგენელი სოფელ მელაურში
მთავარი

ტელეკომპანია TV Pirveli-მ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაურში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტი იუწყება, ადგილობრივებმა მედიას ვიდეომასალაც მიაწოდეს და აცხადებენ, რომ სოფელში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასტროენათმეციერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამებზე სტუდენტებს აღარ მიიღებს

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასტროენათმეციერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამებზე სტუდენტებს აღარ მიიღებს
მთავარი

განათლების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სიაში აღარ იძებნება ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგიის შესახებ პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს 20...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ვინ ანთავსებდა მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებულ ნაწილებს

by თამარა ქავთარაძე
თებერვალი 27, 2026
0
ცნობილია ვინ ანთავსებდა მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებულ  ნაწილებს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ეკო მედიკალ ჯგუფი"-ს და შპს "ეკოლოგია და სუფთა...

დაწვრილებითDetails

“35 წელია გაგვიცნეს, ჩამოვიდნენ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს, ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე” – პაპუაშვილი

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ რაც რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება...

დაწვრილებითDetails

“გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა “- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
თებერვალი 27, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"