გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში, გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამაშველო ჯგუფი.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.









