“პირველების” ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე. ცნობილი ხდება, რომ ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა) კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს.
TV პირველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
წყაროს თქმით, საპასუხო გასროლა განახორციელა რუხაძის დაცვამაც. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძმები კაკულიების ნათესავს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, შესაბამისად ის არ დაშავებულა და შესაბამისად არც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.
რაც შეეხება სროლაში ეჭვმიტანილს, მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი დაკავებული არ არის.
ძმებ კაკულიების ახლო ნათესავი შეირაღებული თავდასხმის სამიზნე პირველად არ ყოფილა. მას ორი წლის წინ ცეცხლი ტაბიძის ქუჩაზე გაუხსნეს. მაშინ სამი დაჭრილიდან ერთი სწორედ კაკულიების დეიდაშვილი იყო.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.
წყარო: TV პირველი










