LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა” – ევროპარლამენტარი

დაპოსტა 2026/02/25-ში
13
ნახვა
გაზიარება

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა. მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, რასა, ამ ძალიან კარგი ანგარიშისთვის ძალიან რთულ დროს. მგონი ძალიან ნათლად თქვით, რომ როდესაც „დემოკრატიული უკუსვლის“ განმარტებას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში უნდა ჩავიდეთ.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ისინი რუსეთთან მიდიან, საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულებად ხდიან. ვფიქრობ, რომ ეს გეოპოლიტიკურად ძალიან მოკლემხედველი სტრატეგიაა მათთვის, მაგრამ ეს საშინელი სტრატეგიაა მათი ხალხისთვის, რომლებსაც ახლა ნაკლები თავისუფლება აქვთ და თავისუფლად პროტესტი არ შეუძლიათ.

„ქართული ოცნება“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე. ეს სრულიად მიუღებელია თუ დადასტურდება BBC-ის ანგარიში, მაგრამ მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სიმართლეა.

ასე რომ, ამ ეტაპზე, მგონია, რომ ევროკომისიის ანგარიში სრულიად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს ალბათ ყველაზე ცუდი ანგარიშია კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ოდესმე გვქონია.

მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა ძალიან ნათელი პოზიცია დაიკავოს და თქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს სად უნდათ წასვლა. უნდათ ევროპისკენ სვლა? მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ უნდა იმოქმედონ და შეიცვალონ. უნდათ რუსეთის ორბიტის ნაწილი იყვნენ? ასეთ შემთხვევაში მათ თავი უნდა დაანებონ ნებისმიერ ამბიციებს და გულწრფელები იყვნენ მოსახლეობასთან, ვინაიდან ისინი აგრძელებენ მოსახლეობისთვისა და სხვებისთვის ტყუილებს, და მე მინდა, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად გულწრფელი იყოს.

ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია. მზია ამაღლობელის მსგავსი ხალხის სიმამაცეა, რომელსაც „სახაროვის ჯილდო“ გადავეცით ძალიან კარგი მიზეზით. ასევე ხალხია, რომელსაც ვხვდებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოდის ქუჩებში საფრთხეების მიუხედავად.

ასე რომ, გავაგრძელებთ შესწორებების გამოტანას, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობაზე, საქართველოს მოსახლეობის დაზიანების გარეშე. მაგრამ ჩვენი პოზიცია ცხადია: საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა“, – განაცხადა კრემერმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ხანგრძლივი მკურნალობა – პატარა დემეტრეს დახმარება სჭირდება

თებერვალი 25, 2026
1
მთავარი

9 წლის დემეტრე მურცხვალაძეს  დახმარება ჭირდება. "სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. დემეტრე მკურნალობას გადის იხილოვის საავადმყოფოში და მას აქვს ლიმფო ბლასტური ლეიკემიის მწვავე ფორმა და ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ხანგრძლივი და...

დაწვრილებითDetails

გასკდით გულზე, რეკლამებზეც არ იქნება პრობლემა-ვიქტორ ჯაფარიძე

თებერვალი 25, 2026
49
მთავარი

"ამათგან უკვე ყველაფერს ველოდებოდი, კანონის მხარდაჭერისთვის თუ დამასანქცირეს, რა საკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებენ. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ "კამიტის" გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა...

დაწვრილებითDetails

8 სახლი გაქურდვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 25, 2026
391
Closeup of crime scene tape with police officers and police car in background. Utahlypse 2011
მთავარი

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, კაცი თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს. ბრალდებულმა ბოლო 10 თვის განმავლობაში 8...

დაწვრილებითDetails

“იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ”-

თებერვალი 25, 2026
13
მთავარი

იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ბერნარდ გეტამ განაცხადა. „ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ფიზიკის პედაგოგს თამარ ცინცაძეს ემშვიდობება

თებერვალი 25, 2026
55
მთავარი

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით გარდაიცვალა ფიზიკის პედაგოგი თამარ ცინცაძე. სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროტესტია

თებერვალი 25, 2026
576
მთავარი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის წინ აქციაა. მოსწავლეები და მშობლები სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.   გათავისუფლების მიზეზად კი , როგორც ნატალიას მეგობარი მზია კახაძე წერს მოსწავლეების საჩუქარი...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე

თებერვალი 25, 2026
77
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

თებერვალი 25, 2026
76
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N...

დაწვრილებითDetails

დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია

თებერვალი 25, 2026
37
მთავარი

25 თებერვალი არის დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს...

დაწვრილებითDetails

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

თებერვალი 25, 2026
242
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».