ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის წინ აქციაა.
მოსწავლეები და მშობლები სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
გათავისუფლების მიზეზად კი , როგორც ნატალიას მეგობარი მზია კახაძე წერს მოსწავლეების საჩუქარი სახელდება .
“ბევრი მწერთ, კითხვებს სვამთ და რადგან თემა უკვე გასცდა ვიწრო წრეს, მინდა დეტალურად გიამბოთ, რა ხდება რეალურად ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში და რატომ არის ჩემი მეგობრის, ნატალია თურქაძე ნატალია თურქაძის შემთხვევა საშიში პრეცედენტი მთელი საგანმანათლებლო სისტემისთვის.
ფაქტები ასეთია:
მიზეზი: 2025 წლის მაისში ნატალიამ გააცილა თავისი სადამრიგებლო მე-12 კლასი. მას შემდეგ, რაც სასწავლო წელი დასრულდა და ეს ბავშვები ოფიციალურად გახდნენ კურსდამთავრებულები (ანუ აღარ იყვნენ სკოლის მოსწავლეები), მშობლებმა, უდიდესი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, ნატალიას იტალიაში მოგზაურობის საგზური აჩუქეს.
უცნაური „გამოღვიძება“: ამ ამბიდან გავიდა 8 თვე! არავითარი კითხვა, არავითარი პრობლემა. თუმცა, რატომღაც, ახლა აუდიტის სამსახურიდან მოვიდა წერილი, რომ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა ეს საკითხი შეისწავლოსო.
კომიტეტის გადაწყვეტილება: სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელა და დაადგინა, რომ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ლოგიკა მარტივია: საჩუქრის გადაცემის მომენტში ისინი აღარ იყვნენ მოსწავლეები, შესაბამისად, ვერანაირი გავლენა ვერ მოხდებოდა ვერც ნიშნებზე და ვერც სასწავლო პროცესზე.
სკოლის დირექტორმა, სრულიად უგულებელყო კოლეგიური ორგანოს (დისციპლინარული კომიტეტის) გადაწყვეტილება და ნატალია თურქაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მეტიც, ბრძანებაში სამეურვეო საბჭოში გასაჩივრების უფლებაც კი არ მისცა, რაც პირდაპირი პროცედურული დარღვევაა!
წერს მზია კახაძე მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფში.










