LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ”-კობახიძე

დაპოსტა 2026/02/25-ში
11
ნახვა
გაზიარება

4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტს და იმას, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ინტერესი აქვთ.

„რასაც ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები. მინდა შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ასე შემდეგ, ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესდება. აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი. აქედან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კონკრეტული ინტერესი აქვთ“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდა.

„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი და ეს დეზინფორმაციაა. მისი განმარტებით, საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან რელევანტური და მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ასევე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვიცით რუსეთის არალეგალური ქმედების შესახებ, მისი ჯარები რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ ის არის, როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს უკრაინას. აქ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი მისი ნავთობიდან და გაზიდან. ეს არის საკვანძო გზავნილი, რომელიც მე მაქვს საქართველოსთან მიმართებით”, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 25, 2026
0
მთავარი

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით გარდაიცვალა ფიზიკის პედაგოგი თამარ ცინცაძე. სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროტესტია

თებერვალი 25, 2026
72
მთავარი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის წინ აქციაა. მოსწავლეები და მშობლები სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.   გათავისუფლების მიზეზად კი , როგორც ნატალიას მეგობარი მზია კახაძე წერს მოსწავლეების საჩუქარი...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე

თებერვალი 25, 2026
30
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

თებერვალი 25, 2026
47
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N...

დაწვრილებითDetails

დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია

თებერვალი 25, 2026
25
მთავარი

25 თებერვალი არის დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს...

დაწვრილებითDetails

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

თებერვალი 25, 2026
174
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების...

დაწვრილებითDetails

“105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას”- პაპუაშვილი

თებერვალი 25, 2026
6
მთავარი

105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია, ასევე ცხადია მისი შინაარსიც, – ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

” ბრიტანეთის ელჩი ითხოვს, არ შემოვიტანოთ რუსული გაზი თუ ბენზინი, მისი პასუხია: „ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენც ძვირი გადაიხადეთ“-შალვა პაპუაშვილი

თებერვალი 25, 2026
16
მთავარი

გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბრიტანეთის ელჩის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ-შსს

თებერვალი 25, 2026
34
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ, - ამის შესახებ სუს-ის...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას, შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს” – პრემიერი

თებერვალი 25, 2026
7
მთავარი

ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».