საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა.
მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 – საშუალო, ხოლო 10 278 მცირე ზომის საწარმო. ცდომილების ზღვარი კი მინიმალური – 0,49%-ია.
„ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად შეადგენს, 64 095-ს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში.
რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროებას, აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები:
- საშუალო სკოლის მასწავლებლები – 6 149;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები – 4 761;
- ექთნის დამხმარე სპეციალისტები – 2781;
- ექიმი-სპეციალისტები – 2701;
- მშენებლობის მენეჯერები – 1 710;
- პროგრამისტები – 1691;
- პროფესიული განათლების მასწავლებლები – 1655;
- მშენებლობის ზედამხედველები – 1299;
- ელექტროტექნიკოსები – 1 124;
- მომარაგება და დისტრიბუციის მენეჯერები – 1008.
ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე,” – აღნიშნა კობახიძემ.










