LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

დაპოსტა 2026/02/24-ში
6
ნახვა
გაზიარება

“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშის პროექტში წერია.

საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს რასა იუკნევიჩიენე 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში წარადგენს.

ანგარიშის პროექტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც „დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლას განაგრძობს“.

ანგარიში აღნიშნავს „იმ ფაქტს, რომ უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა“.

პროექტი „ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განცხადებების აბსურდულობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ კამპანიას აწარმოებენ და ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ“ და „გმობს იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა კიდევ უფრო გააძლიერა“. ანგარიში „ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

ასევე, პროექტი „შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას იქამდე, ვიდრე მათი რეპრესიების, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსის შეცვლა არ მოხდება“.

დოკუმენტი „აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა და მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ახალი შეზღუდვები დააწესა“.

ანგარიში „ხაზს უსვამს გრანტების შესახებ კანონში 2026 წლის 28 იანვარს გამოცხადებულ ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს იმის მნიშვნელობას, თუ რა ითვლება „გრანტად“ და უცხოეთიდან მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღებას სისხლის სამართლის დანაშაულს ხდის“. პროექტი „შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი კანონპროექტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას“ და ანგარიში „ყველა პოლიტიკური პატიმრისა და სხვა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის“.

„გმობს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მათ უკანონო დაკავებას, მუქარასა და ფიზიკურ თავდასხმებს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის“. ანგარიში „შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის მიერ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, მათ მიერ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ“.

ასევე, ანგარიში „მიესალმება ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას“ და „აღნიშნავს, რომ კომისიის წინადადება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით უვიზო მიმოსვლის აკრძალვა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო შეუძლებელი გახდა. გაფრთხილებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შესაძლოა მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს“.

პროექტში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და სანქციებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობის დონე 40%-მდე დაეცა. იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებთან საქართველო სისტემატურ თანხვედრაში არ არის“. ანგარიში „საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოს ტერიტორიის ევროკავშირის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით გამოყენება არ დაუშვას“, ასევე, „აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობის მიმართულება აირჩია“.

ანგარიშის პროექტი „კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, მიმდინარე ოკუპაციასა და „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს“.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა – საქსტატი

თებერვალი 24, 2026
4
ეკონომიკა

2025 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში. წინა კვარტალთან შედარებით კი, აღნიშნული ინდექსი...

დაწვრილებითDetails

არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა – რას ამბობს ექიმი ჩვილზე, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 24, 2026
91
მთავარი

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია | ამის შესახებ ექიმმა, "მედინას" კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ "მთავართან" საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა

თებერვალი 24, 2026
3
მთავარი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
9
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
118
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

თებერვალი 24, 2026
2
მთავარი

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

თებერვალი 24, 2026
26
მთავარი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც – პეტერ ფიშერი

თებერვალი 24, 2026
11
მთავარი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

თებერვალი 24, 2026
410
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის...

დაწვრილებითDetails

(რუსეთი) მოლდოვიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდა, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც – კაია კალასი

თებერვალი 24, 2026
9
მთავარი

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».