LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე

ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა – რას ამბმობს ივანე ჩხაიძე

დაპოსტა 2026/02/20-ში
A A
195
ნახვა
გაზიარება

გრიპი აღარ არის დომინანტური – ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა, გრიპის ვირუსის გავრცელების ჯამური ხვედრითი წილი არის 23%, საიდანაც ყველაზე მეტი ე.წ. ჰონგ კონგის ვირუსია.

„2025-2026 წლის სეზონზე, საქართველოში გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა დეკემბრის ბოლო ორი კვირას. შემდეგ, თანდათან შემცირდა ინფიცირებულების რაოდენობა. ეს სტატისტიკა ეხება როგორც გრიპს, ასევე მიმართვას პირველადი ჯანდაცვის სტაციონარებში. აღნიშნულ პერიოდში, გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები იყო 361 შემთხვევა 100 ათასს მოსახლეზე.

ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, თებერვლის პირველ – მეორე კვირას, როგორც გრიპისმაგვარი დაავადებების, ისე მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის იდენტიფიცირების მხრივ შემთხვევების მატება გადავლილია, თუმცა, გრიპის შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს დარჩენილ ორ თვეში.

გრიპი არის ქვეყანაში, მისი აქტიურობა გრძელდება, თუმცა, თუ გადავხედავთ სხვა ვირუსებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა, თებერვლის პირველ და მეორე კვირას გრიპი აღარ არის დომინანტური ვირუსი. ახლა, გრიპის ჯამური ხვედრითი წილი არის 23%, აქედან ყველაზე მეტი არის H3H2 ტიპის ვირუსი, ე.წ. ჰონგ კონგი.

ახლა ძალიან არის მომატებული რესპირატორული სინციტიური ვირუსის რაოდენობა, რომელიც ძირითადად განაპირობებს 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას და 60 წელს გადაცილებულ პირებში ხშირად ხდება ფილტვების ანთების მიზეზი. რესპირატორული სინციტიური ვირუსი ახლა ბევრად უფრო მეტია, გრიპი ჩანავლებულია სხვა ტიპის ვირუსით, თუმცა გრიპი მაინც დარჩება 4-6 კვირა. გრიპი არის ის ვირუსი, რომელიც სჭარბობს სხვა ვირუსებს, როდესაც ხდება ლაბორატორიულად დადასტურება“,-აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მსოფლიოს სანაპირო ქალაქებს გაქრობა ემუქრება
მთავარი

ფტერის სანაპირო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კეფალონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 2026 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში - პირველი. ფტერიმ თავისი ხელუხლებელი იერსახე იზოლირებული მდებარეობის წყალობით შეინარჩუნა...

დაწვრილებითDetails

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე
ეკონომიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საიჯარო საფასური 17...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2.007 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა შესაძლოა 55-დან 65 ევრომდე დაგაჯარიმოთ – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული,...

დაწვრილებითDetails

ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია...

დაწვრილებითDetails

ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა – მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა –  მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა
მთავარი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა. ინფორმაცია, რომ ქართველოლოგიის პროგრამა, - რომელსაც ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა, - „ფაქტობრივად, დაიხურა“, 20 აგვისტოს გაავრცელა ისტორიკოსმა...

დაწვრილებითDetails

რისკს უკავშირდება – დაავადაებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"