LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარია: „ქუთაისი ყოველთვის იყო ინდუსტრიული ქალაქი – აქ საკმარისზე მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალაა“

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

დაპოსტა 2026/02/19-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს პროკურატურა.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც – 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მსოფლიოს სანაპირო ქალაქებს გაქრობა ემუქრება
მთავარი

ფტერის სანაპირო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კეფალონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 2026 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში - პირველი. ფტერიმ თავისი ხელუხლებელი იერსახე იზოლირებული მდებარეობის წყალობით შეინარჩუნა...

დაწვრილებითDetails

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე
ეკონომიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საიჯარო საფასური 17...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2.007 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა შესაძლოა 55-დან 65 ევრომდე დაგაჯარიმოთ – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული,...

დაწვრილებითDetails

ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"