იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. იტალიური მედია წერს, რომ ქართველი ახალგაზრდა ქალაქ უდინეში პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ის ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შეუსაბამოდ იქცეოდა. კარაბინერები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა 22 წლის ქართველი მათ თავს დაესხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. პოლიციელებმა ის ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.
შპს „სანდოს“ დირექტორი და „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა....









