თბილისში დაკარგული ლატვიის მოქალაქე, 24 წლის ეველინა სმირნოვა ნაპოვნია. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების განმარტებით, ახალგაზრდა ქალი უვნებელია და ის უკვე შეხვდა ახლობლებს. შსს-ს ცნობით, საქმე კრიმინალურ შემთხვევასთან არ გვაქვს.
შეგახსენებთ, რომ ეველინა სმირნოვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ მისმა ძმამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, და კვირას, 15 თებერვალს დაიკარგა და ტელეფონი სასტუმროში ჰქონდა დატოვებული.
ეველინა სმირნოვა პროფესიით კოსმეტოლოგია და რიგაში ცხოვრობს. ამ დროისთვის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.










