LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როდემდე გაგრძელდება გორდის დადიანისეული ტყე-პარკის გაჩანაგება?!

როდემდე გაგრძელდება გორდის დადიანისეული ტყე-პარკის გაჩანაგება?!

დაპოსტა 2026/02/18-ში
A A
203
ნახვა
გაზიარება

როდემდე გაგრძელდება გორდის დადიანისეული ტყე-პარკის გაჩანაგება?!

ეს კითხვა უჩნდება თითქმის ყველას, ვინც დადიანისეულ ტყე-პარკში ერთხელ მაინც გაივლის. ხეივნები, სადაც ადრე ეტლითა და ფაიტონით სეირნობდნენ, ორხიდიანი მანქანების სავალ გზად იქცა.  მიწის საფარი დღითიდღე ზიანდება და უნიკალური ჯიშის ხეების ფესვები უმოწყალოდ ნადგურდება.

გორდის დადიანისეული ტყე-პარკი, ჯერ კიდევ ხონის რაიაღმასკომის დადგენილებით, 1924 წელს, ბუნების ძეგლად გამოცხადდა.

ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, მთავარმა დავით დადიანმა სასახლესთან ერთად ბაღის გაშენება დაიწყო. დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ავსტრიიდან მოიწვიეს დეკორატორი ჟოზეფ ბაბინი. მის მიერ დაიგეგმა გორდის ბაღი, რომლის განაშენიანების პრინციპი სასახლიდან მიმავალი დიაგონალური ხეივნებით და მათ შორის მოთავსებული ყვავილნარით, ავზებით და ბზა-ბუჩქნარს შორის მოთავსებული წყაროებით იყო გამოხატული.

1878 წელს გორდის ბაღის დასრულება იტალიელ გაეტანო ზამბერლეტის მიანდეს. გაეტანომ კარმიდამოში მოაწყო ორანჟერეა, სადაც გამოყავდა მცენარეები. ნიკოლოზ დადიანმა 1891 წელს ევროპული ორანჟერეებიდან ნერგები ჩამოიტანა.

ნიკოლოზ დადიანის სიცოცხლეში ბაღში დიდი საფუტკრე მეურნეობა განვითარდა. დასავლეთის ჭიშკრის შესასვლელთან მდებარე „გედების ტბა“ და სამხრეთით გამართული სათევზე ტბორი, რომელშიდაც ანკარა წყარო ჩაედინებოდა ბაღის მშვენება იყო. 1903 წელს ნიკოლოზ დადიანი, ხოლო 1907 წელს ზამბერლეტიც გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბაღის განაშენიანება შეწყდა. თავდაპირველად გორდის დადიანისეული ტყე პარკი 80 ჰა-ზე იყო გაშენებული. 15 ჰა. ყვავილებსა და დეკორატიულ მცენარეებს ეკავა.

ბოლო მონაცემებით (აღწერის დრო უცნობია) პარკის ტერიტორია  51 ჰა-ს შეადგენს.  აქ ადგილობრივი სახეობის 89 და ეგზოტიკური სახეობის 59 ხემცენარეა გაშენებული. სულ, 1495 ძირი ადგილობრივი, ხოლო 145 ძირი ნერგი – შემოტანილი.

ადგილობრივების მხრიდან იყო მცდელობა, რომ სახელმწიფოს დადიანისეული მამულის პირვანდელი იერსახის აღდგენაზე ეზრუნა, რაც უნიკალური ჰავის, მდებარეობისა და ისტორიის გამო, ვიზიტორთათვის ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნიდა. საბჭოთა პერიოდში, როდესაც აქ ზოოვეტერინარული ტექნიკუმი და მოგვიანებით სანატორიული სკოლა ინტერნეტი ფუნქციონიერებდა, ადგილობრივებს არ ეზღუდებოდა უფლება ესარგებლა ტყე-პარკის უნიკალური ჰავით.

გორდის მცხოვრებთა ნაწილი კვლავაც გამოხატავს იმედს რომ ამ უნიკალური ძეგლის გადარჩენა-აღდგენა კვლავაც შესაძლებელია და სახელმწიფო მასზე დროულად იზრუნებს.

სურათზე : დადიანების სასახლის პირვანდელი სახე.

სტატიის ავტორი: ნანი თოშხუა

გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მსოფლიოს სანაპირო ქალაქებს გაქრობა ემუქრება
მთავარი

ფტერის სანაპირო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კეფალონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 2026 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში - პირველი. ფტერიმ თავისი ხელუხლებელი იერსახე იზოლირებული მდებარეობის წყალობით შეინარჩუნა...

დაწვრილებითDetails

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე
ეკონომიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საიჯარო საფასური 17...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2.007 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა შესაძლოა 55-დან 65 ევრომდე დაგაჯარიმოთ – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული,...

დაწვრილებითDetails

ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"