LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/02/18-ში
8
ნახვა
გაზიარება

ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა ინდოეთი – 23 ათას 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა, მათი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი-6.3%. აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას ფლობენ და საქართველოში არიან დაბრუნებული. რაც შეეხება უკრაინას, 5.9%-ია, 6 ათას 290 ადამიანია, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 ათასამდე უკრაინელი.

მთლიანობაში, ბინადრობის ნებართვით საქართველოში 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მან ბინადრობის ნებართვის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით საქართველოში იმყოფებიან, რეალურად ქართველები არიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, მეორე ადგილზეა ინდოეთი, რომელთა უმრავლესობა სტუდენტია და საქართველოში სწავლობს.

„რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის სტატისტიკას, საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 164 ქვეყნის 107 ათას 307 მოქალაქეზე. დავაზუსტებ, რომ საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა. რაც შეეხება სტატისტიკას უშალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29.9 % – 32 ათას 129 ადამიანი. აქ მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. ანუ, რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით საქართველოში იმყოფებიან, რეალურად ქართველები არიან. მეორე ადგილზეა ინდოეთი – 23 ათას 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა, მათი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი-6.3%. აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას ფლობენ და საქართველოში არიან დაბრუნებული. რაც შეეხება უკრაინას, 5.9%-ია, 6 ათას 290 ადამიანია, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 ათასამდე უკრაინელი. მთლიანობაში, საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 ათასამდე, საიდანაც 6290 ადამიანს აქვს ბინადრობის ნებართვა. 25 ათასამდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა. სომხეთი-4.8%, 5 ათასამდე მეტი ადამიანია. აქაც ჩვენი ვარაუდით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ბელარუსი-3738 პირს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა. თურქეთი არის 3.4%, 3645 პირი. ირანი 3.1%, 3331 ირანის მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. სუდანი 2%. ესენი არიან მთლიანად სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ საქართველოში. ჩინეთი 1.9%. 2 ათასზე მეტი ჩინეთის მოქალაქე. ესენი არიან ძირითადად სამუშაო ძალა, რომლებიც არსებითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული. იორდანია 1.9%, 2 ათასზე მეტი იორდანიის მოქალაქეა საქართველოში. მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. პაკისტანი 1.5%, 1618 არის რაოდენობა და ისინიც არიან მთლიანად სამედიცინო მიმართულების სტუდენტები, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. ეგვიპტე 1.2% და აქაც თითქმის ყველა არის სამედიცინოს სტუდენტი. აშშ- 1%, 1000 პირზე მეტია ასეთი. ეს არის საერთო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლებიდან გამომდინარე ვადგენთ. მთლიანობაში, ბინადრობის ნებართვით საქართველოში 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს“,-განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ – ელისო კილაძე

თებერვალი 18, 2026
14
მთავარი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებს

თებერვალი 18, 2026
100
მთავარი

ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებს. ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ქალის ძმამ გაავრცელა 18 თებერვლის ღამეს, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში, Expats in Tbilisi....

დაწვრილებითDetails

ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა

თებერვალი 18, 2026
49
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.   სოფელ კარალეთში მდებარე შპს ,,კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
7
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ რაოდენობაში მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოტიკული დანაშაული ნამდვილი სენია, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
4
მთავარი

ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი – ირაკლი კობახიძე

თებერვალი 18, 2026
15
მთავარი

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ....

დაწვრილებითDetails

გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ

თებერვალი 18, 2026
4
მთავარი

დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს და კენჭს უყრის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. საკანონმდებლო...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს

თებერვალი 18, 2026
134
მთავარი

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნავთობტანკერი Marinera-ს იგივე Bella 1-ის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი

თებერვალი 18, 2026
381
მთავარი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი დააკავა, აქედან 81 ადამიანი ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართულია. როგორც მინისტრმა გეკა გელაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, უნიკალური ტბა დავკარგოთ – რა ხდება ბაზალეთზე

თებერვალი 18, 2026
184
მთავარი

„ბაზალეთი არის მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა, ეს უნიკალური ტბა საერთოდ დავკარგოთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაზალეთის ტბაზე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».