მეუფე იაკობი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (NKU) შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:
არსებული ერთობლივი პროგრამების განვითარება
ახალი აკადემიური შესაძლებლობები
ტექნოლოგიური განათლების გაძლიერება
სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ინიციატივები
SANGU-სა და NKU-ს შორის მრავალწლიანი, წარმატებული და უნიკალური თანამშრომლობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების ხელმისაწვდომობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი პროგრამების შექმნას, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო ფართო აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს გაუხსნის .