LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

დაპოსტა 2026/02/16-ში
32
ნახვა
გაზიარება

16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს არაერთ სიახლესა და საინტერესო ცვლილებას ჰპირდება.

კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ვრცლად ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი
ამ კვირაში ახალ გზას იწყებთ და ის შესამჩნევად განსხვავდება წინასგან. შესაძლოა, თქვენი გარეგნობა და ყოველდღიური რუტინაც კი შეიცვალოს. პასუხისმგებლობები გაიზრდება, მაგრამ მათთან ერთად, სხვების პატივისცემასა და აღიარებასაც დაიმსახურებთ. დაგაფასებენ არა სიტყვების, არამედ მზადყოფნის გამო, რომ ბოლომდე მიიყვანოთ საქმეები. მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ საკუთარ თავს. ახლა გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, თქვენს სურვილებსა და გეგმებში საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ და ოცნებების ასასრულებლად პირველი ნაბიჯები გადადგათ.

კურო

ეს კვირა გიბიძგებთ, რომ თქვენი სივრცე დაალაგოთ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. შეიძლება, გაგიჩნდეთ სურვილი, გათავისუფლდეთ სახლში არსებული არეულობისგან, მოიშოროთ არასაჭირო ნივთები და, ამასთან ერთად, მოძველებული ჩვევები, ურთიერთობები და ვალდებულებები. ეს ნამდვილად მოგიტანთ შვებას. თითქოს, ზედმეტი ტვირთისგან თავისუფლდებით. შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება გექნებათ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, სიახლეებზე იფიქროთ და გარემო გააუმჯობესოთ.

ტყუპები
თქვენი მეგობრობისა და საახლობლო წრის განსხვავებულად აღქმას დაიწყებთ. ზოგიერთი ურთიერთობა აღარ მოგეჩვენებათ ისეთი შინაარსიანი, როგორც ადრე იყო. ამის ნაცვლად, გაგიჩნდებათ სურვილი, უფრო სერიოზული და შინაარსიანი კავშირები დაამყაროთ. ეს კვირა კარგი დროა სამომავლო მიზნების განსაზღვრისა და იმ ადამიანებთან კომუნიკაციის შეფასებისთვის, ვისთან ერთადაც დიდ დროს ატარებთ. ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, არსებული მიღწევებით ისიამოვნოთ, თქვენი შრომის შედეგი დაინახოთ და სამომავლო წარმატებები დაგეგმოთ.

კირჩხიბი
ეს კვირა თქვენს მიღწევებს გამოკვეთს. სამსახურში, სახლში, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვან პროგრესს იგრძნობთ და ეს პროგრესი სწორედ თქვენი შრომის შედეგია. შედეგი ნამდვილად გაგახარებთ და მოგცემთ მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ. ნათლად დაინახავთ, რა მიმართულებით ჯობს მუშაობის გაგრძელება და რაზე უნდა თქვათ საბოლოოდ უარი.

ლომი
მიმდინარე კვირა ახალი ცოდნის მიღებისა და ჰორიზონტის გაფართოების შესაძლებლობას მოგცემთ. შესაძლოა, მიუბრუნდეთ იმ პროექტს, საქმეს, რომელიც ერთ დროს დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ გვერდზე გადადეთ. ან დაიწყოთ იმ კურსის გავლა, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. ყოველი ახალი წამოწყება და ინიციატივა, რომლებიც განვითარებისკენაა მიმართული, განსაკუთრებით წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ეს კვირა თქვენს ყოველდღიურობაში მეტ სიცხადეს შემოიტანს და გაჩვენებთ, რას უნდა დაუთმოთ მეტი დრო

ქალწული

ფინანსური და ქონებრივი საკითხები წინა პლანზე გადმოვა. ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს. არის საკითხები, რომლებიც თქვენი მხრიდან დიდი ხანია, მოქმედებას ითხოვს და ახლა ვეღარ გადადებთ. ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ მოაწესრიგოთ ყველაფერი, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, იზრუნოთ ფინანსური ვალდებულებების დაფარვაზე და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

სასწორი

თუ ურთიერთობებში რაიმე ხარვეზი არსებობდა, შესაძლოა, ეს ბზარი მიმდინარე კვირაში კიდევ მეტად გაღრმავდეს. მნიშვნელოვანია, იყოთ გულწრფელი და ამ ურთიერთობებში საკუთარი როლი გააცნობიეროთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირა კარგ შესაძლებლობას გაძლევთ იმისათვის, რომ ახალი პასუხისმგებლობები აიღოთ, დაიწყოთ საინტერესო თანამშრომლობა და წარმატებებს მიაღწიოთ.

მორიელი

მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ უამრავ საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, ყველაფერი მოაგვაროთ და მოაწესრიგოთ. თუმცა, აუცილებელია, რომ დრო დასვენებასა და განტვირთვასაც დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახული მიზნების შესრულება გაგიჭირდებათ და ემოციური ,,გადაწვის” ზღვარზე აღმოჩნდებით.

მშვილდოსანი

ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს და უფრო სერიოზულად მოეკიდოთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას. გარდა ამისა, მიმდინარე კვირა მოგცემთ შესაძლებლობას, გახდეთ უფრო შემოქმედებითი, საკითხები არასტანდარტული გზით გადაჭრათ, იფიქროთ სიახლეებზე და დაწინაურდეთ. იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი. მიმდინარე დღეები მოგცემთ შანსს, განვლილი ეტაპები გადააფასოთ და საინტერესო დასკვნებიც გამოიტანოთ.

თხის რქა

სახლი, ოჯახი და პირადი მხარდაჭერა ცენტრალურ თემებად იქცევა. საყვარელი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერა, გამხნევება სტაბილურობის შეგრძნებას მოგიტანთ და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საქმიან ურთიერთობებშიც წარმატებას მიაღწიოთ. ეს კვირა ოჯახთან, სახლთან დაკავშირებული თემების მოწესრიგებისა და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის შესანიშნავი პერიოდია.

მერწყული

მერწყულებს მიმდინარე კვირის განმავლობაში სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული სურვილი ექნებათ. შესაძლოა, ძველ ნივთებს, ურთიერთობებს, ვალდებულებებს განსხვავებული თვალით შეხედოთ. ფოკუსირდით ფაქტებსა და რეალობაზე, ნუ შეგეშინდებათ საკუთარი იდეების თამამად გამოხატვის და არ თქვა უარი განვითარების შესაძლებლობაზე.

თევზები

თითქოს, მხრებიდან ტვირთი მოგეხსნათ… ეს კვირა ენერგიით, ოპტიმიზმითა და მოტივაციით აგავსებთ და მოგცემთ შესაძლებლობას, საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები იმ ცვლილებებისკენ, რომლებიც აქამდე გაშინებდათ. კარგი დროა ფინანსური სტაბილურობის შექმნისა და ახალი გეგმების ჩამოყალიბებისთვის.

წყარო : ბომონდი 

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

ოქროს ფასი ისევ გაიზარდა

თებერვალი 16, 2026
147
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი ისევ იზრდება. ბიზნესპრესნიუსი აქვეყნებს Gold price-ს მონაცემებს, რომლის თანახმად, თბილისის დროით 12:30 საათზე ერთი უნცია 5 006 დოლარი ღირს. ამასთან, 76.84 დოლარი ღირს უნცია ვერცხლი....

დაწვრილებითDetails

ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია

თებერვალი 16, 2026
858
მთავარი

თელავში ხანძრის შედეგად დაღუპული 75 წლის ქალი, რუსული ენისა და ლიტეტრატურის სპეციალისტი, ლუდა ბანოვსკაიაა. ქალი სახლში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ალმოდებული შენობის დატოვება მოასწრო. შენობა ნაწილობრივ დაიწვა, შიგნით დარჩენილი ქალი კი,...

დაწვრილებითDetails

მეუფე იაკობი ამერიკაში იმყოფება

თებერვალი 16, 2026
53
მთავარი

მეუფე იაკობი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

თებერვალი 16, 2026
20
მთავარი

დღეს, 18:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერი მედიასთან გააკეთებს კომენტარს

დაწვრილებითDetails

ვისთვის შეიცვლება ცხოვრება რადიკალურად 17 თებერვლიდან – ასტროლოგები ასახლებენ

თებერვალი 16, 2026
76
მთავარი

17 თებერვალი ასტროლოგიურ კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ამავდროულად რადიკალური ენერგიების მქონე დღეა. ეს არის პერიოდი, როდესაც ცაზე ენერგეტიკული "გადაწყობა" ხდება - მზე ემზადება თევზების ზოდიაქოში გადასასვლელად, რაც მერწყულის რაციონალურ,...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა” – რა შემთხვევაში იქნება დასაშვები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი

თებერვალი 16, 2026
35
მთავარი

საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. საკითხის ირგვლივ მოქალაქეების მხრიდან არაერთი კითხვა ისმის, მათ შორის, იმ პირებს, რომლებმაც ახლახანს...

დაწვრილებითDetails

სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

თებერვალი 16, 2026
1.4k
მთავარი

ქობულეთის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. სავარაუდო მიზეზი ბულინგია. თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი....

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 16, 2026
246
მთავარი

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 16, 2026
15
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6799 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6807 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

„არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი“ – ნატა გაგუას საინტერესო რჩევა

თებერვალი 16, 2026
18
მთავარი

ცნო­ბი­ლი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს უზიარებს 12 რჩევას, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის დაგეხმარებათ: 1. მიირთვით ყოველდღე - მინ. 3-ჯერ, ხოლო მაქს-5 ჯერ-ზომიერი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».