LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

დაპოსტა 2026/02/13-ში
119
ნახვა
გაზიარება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

„სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს; ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა, ფიზიკური პირი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ფიზიკური პირი  ნ. თ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე (მის: დიდგორის მე-3 შეს #17, სამტრედია). ობიექტი საქმიანობდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები 1-ელი აპრილის შემდეგ შემოყვანილი მანქანის რეგისტრაციას – დეტალები

თებერვალი 13, 2026
0
მთავარი

„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. ამით ის...

დაწვრილებითDetails

“ერთმა პატარა სკვერმა არ უნდა იარსებოს ამ უბანში” – ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

თებერვალი 13, 2026
34
მთავარი

ქუთაისში, ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე „დრაივის ტიპის“ ჯიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან განმარტავენ, სკვერის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 13, 2026
19
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება

თებერვალი 13, 2026
19
მთავარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ...

დაწვრილებითDetails

თელავში მამაკაცი ავტომობილით მეუღლეს დაეჯახა

თებერვალი 13, 2026
1.8k
მთავარი

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა. დაშავებული ქალი...

დაწვრილებითDetails

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
64
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
93
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 13, 2026
71
მთავარი

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა. ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

“ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი

თებერვალი 13, 2026
56
მთავარი

ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი...

დაწვრილებითDetails

“გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა” – პაპუაშვილი

თებერვალი 13, 2026
43
მთავარი

გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. როგორ თუ კითხვას სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავენ ფულს და როგორ იშმუშნება ქართველი ხალხი, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».