მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი მეტალის ღირებულება 0.18%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 064 დოლარია, რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.67 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 0.52%-ით დაკლებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 451 ლარია, 750-სინჯიანი – 338 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 263 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.17 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.58 ლარად არის შესაძლებელი.










