LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ცნობილია, რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

დაპოსტა 2026/02/11-ში
811
ნახვა
გაზიარება

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ უმძიმეს ავარიას, სამწუხაროდ, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა და ამ დროს ტრაილერს შეეჯახა.

ერთ-ერთი დაღუპული 35 წლის ზაურ ალიევია. ასევე, დაღუპულია, სავარაუდოდ, მათ მანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი და მძიმე მდგომარეობაშია ზაურ ალიევის ძმა, რაიმონ ალიევი. როგორც ცნობილი ხდება, ამ ავარიის დროს დაზიანდა კიდევ ერთი ავტომობილი, თუმცა იმ მანქანაში მყოფები, საბედნიეროდ, გადარჩნენ. რა გახდა ამ უმძიმესი ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

როგორც ჩვენთან საუბარში მათი ახლობელი ამბობს, ისინი დილით რუსთავიდან ლილოში, სამუშაოდ მიდიოდნენ და სწორედ ამ დროს დატრიალდა ეს უბედურება.

“საშინელება მოხდა. დაღუპულები რუსთავში ცხოვრობდნენ, გარდაცვლილია 35 წლის ზაურ ალიევი, არაჩვეულებრივი ადამიანი, მშრომელი. ძმებს ლილოში საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. ისინი ერთად მიდიოდნენ დღეს დილით სამსახურში და ამ დროს დატრიალდა ეს ტრაგედია. როგორც შევიტყვე, მეორე ძმა რეანიმაციაშია და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ვერ ვიჯერებ ზაურის გარდაცვალებას.

როგორც გავიგეთ, სულ ხუთი ადამიანი იჯდა მანქანაში, ეტყობა სხვებიც მიჰყავდათ სამსახურში და ლილოს გზაზე დატრიალდა ტრაგედია. კადრებში ჩანს, რომ ზაურის მანქანაა. როგორც ვიცით, მათ მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრია გარდაცვლილი. ეს თავზარდამცემი ამბავი ცოტა ხნის წინ გავიგეთ და ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ზაური აღარ გვყავს. ორივე ძმები დაოჯახებულები არიან, ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავთ, პატარები. ძალიან განვიცდი მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ამსახველი უმძიმესი კადრები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.

წყარო: კვირის პალიტრა

გაზიარება324

დაკავშირებული -პოსტები

“პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს” – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

თებერვალი 11, 2026
94
მთავარი

დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! - ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს...

დაწვრილებითDetails

„3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით – პროკურორი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე

თებერვალი 11, 2026
183
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ. მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი დახურულია, რადგან საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები გიგა...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ იზრდება – ნახეთ რა ღირს

თებერვალი 11, 2026
29
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 052 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.88%-ით ზრდაზე მიუთითებს,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2026
322
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ დემეტრე ზივზივაძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა

თებერვალი 11, 2026
9
მთავარი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ დემეტრე ზივზივაძემ წარმატებით გაიარა შერჩევის პროცესი და სტივ ჯობსის აკადემიაში სწავლაზე 60%-იანი გრანტი მოიპოვა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისის  23-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ სვანიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა

თებერვალი 11, 2026
22
მთავარი

ქუთაისის  23-ე საჯარო სკოლის მე- 7 დ კლასის მოსწავლემ მარიამ სვანიძემ სტივ ჯობსის აკადემიაში ჩააბარა. ქუთაისელმა მოსწავლემ 60%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა!

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე -2 საჯარო სკოლის გაბრიელ დახუნდარიძემ სტივ ჯობსის აკედამიაში ჩააბარა

თებერვალი 11, 2026
65
მთავარი

ქუთაისის მე -2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ გაბრიელ დახუნდარიძემ სტივ ჯობსის აკედამიაში ჩააბარა. ქუთაისელმა მოსწავლემ 60%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვა!

დაწვრილებითDetails

“სიჩქარის და სიცივის ეშინოდა”- ავარიას ბაღდათელი ზაზა ვაშაყმაძე ემსხვერპლა

თებერვალი 11, 2026
422
მთავარი

თბილისში მომხდარ ავარიას, ბაღდათის, სოფელ როკითის მკვიდრი 21 წლის ზაზა ვაშაყმაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის...

დაწვრილებითDetails

თებერვლის თვის ფავორიტი ნიშნები

თებერვალი 11, 2026
16
მთავარი

თხის რქა თხის რქებისთვის თებერვალი ახალ კარიერულ და ფინანსურ შესაძლებლობებს გახსნის. ის, რაც ადრე რთულად ან მიუწვდომლად გეჩვენებოდათ, ახლა მათი განხორციელება დაგეგმილი, სწორი ნაბიჯებით აბსოლუტურად შესაძლებელი გახდება. ეჭვები გაქრება. გექნებათ...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 12 თებერვალს

თებერვალი 11, 2026
16
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».