LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი

“ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა”- კობახიძე

დაპოსტა 2026/02/10-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა. შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბიზნესთან კონსულტაციები გაგრძელდება.

„მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ, ეს უნდა გამოვნახოთ ბიზნესთან ერთად. ჩვენ ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, გაგრძელდება კონსულტაციები, პირველ რიგში, ბიზნესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს რაც შეიძლება იყოს მიღებული, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამორიცხა, რომ ე.წ. კარტელური გარიგებები შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს სუბიექტებსა და მაღალი თანამდებობის პირებს შორის. როგორც მან აღნიშნა გარიგება შეიძლება ყოფილიყო თავად ბიზნეს სუბიექტებს შორის, თუმცა არც ამის თქმა არ შეიძლება მტკიცებით ფორმაში.

„არ მგონია, აქ არაფერ შუაში არიან თანამდებობის პირები. შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს სუბიექტებს შორის შესაბამისი კარტელური გარიგებები, რაზეც, რა თქმა უნდა, მტკიცებითი ფორმით ვერ ვისაუბრებთ, ამაზე შეიძლება კონკრეტულმა უწყებებმა რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ, მაგრამ ზოგადად ეჭვს აჩენს მაღალი ფასები, ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა შუაში არიან თანამდებობის პირები?! რაც შეეხება ჩვენს მიდგომას ბიზნესის მიმართ, ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესი დარჩება აუცილებლად თავისუფალი, დავრჩებით კონსულტაციების რეჟიმში და სწორედ კონსულტაციების საფუძველზე, გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ფასების შემცირებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა.

მისი თქმით, სიღარიბის შემცირებაზე პირველ გავლენას ეკონომიკური ზრდა ახდენს.

„ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. შარშანდელი მონაცემებით 7,5% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში ბუნებრივია, მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9,4%. ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"