რი მიზეზებითა და მოტივებით სისხლის სამართლის საქმეები აღგეძრათ. თუ რეალური დებატების გამბედაობა გაქვთ, ახლაც გიწვევთ რეალურ დებატებში, ვისაც გინდათ, სადაც გინდათ და რომელ ტელევიზიაშიც გინდათ, ოღონდ არა იმ ფარსში, რომელიც შემოგვთავაზეთ, არამედ ერთი ერთზე დებატებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს სიმართლეს. სიმართლე არის ის, რომ თუ ამ ქვეყანას ვინმე ღალატობს, ეს არის ის რეჟიმი, რომელიც არის ჩაფლული კორუფციაში. რომელმაც ახლა აღმოაჩინა თურმე, რომ ყველა მისი პრემიერი და მინისტრი კორუმპირებული, მოღალატე ან ქურდი იყო. თუ რამეს ღალატი შეიძლება დაერქვას, ეს არის საკუთარი ხალხისთვის ფულის მოპარვა. ეს არის ერთადერთი რამე, რაც შეიძლება ღალატად შეფასდეს. ასე რომ, სხვის ღალატზე რომ საუბრობთ, თქვენ თვითონ იფიქრეთ იმაზე, რატომ ხართ ანტიეროვნული, ანტიევროპული და კორუმპირებული რეჟიმი და ამას რეალური დებატის დროს გაიგებს საქართველოს მოქალაქე. რეალური დებატი სხვანაირია, როდესაც არა სატელიტური, არამედ რეალური ოპოზიციონერები მონაწილეობენ ამ დებატში. ასე რომ, მიიღეთ ჩვენი გამოწვევა, თუ გაქვთ ამის გამბედაობა, რომ რეალურ დებატებში ერთი ერთზე მიიღოთ ჩვენთან მონაწილეობა“, – განაცხადა შარაშიძემ.
გამოსვლის დასრულებისთანავე, მას პარლამენტის თავმჯდომარემ მცირე რეპლიკით მიმართა: „ მოსულიყავით გუშინ, რა თავის სამართლებლად გაიხადეთ საქმე, ამდენი დრო დახარჯეთ.“
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის გან ცხადებით, „იმის საილუსტრაციოდ, როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტიის წარმომადგენლები, მათ ერთ-ერთი მედიასაშუალების შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვეს, თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი პირობა უკან წაიღეს“. წილოსანის თქმით, უარის ერთადერთი ახსნა მათი გარე პატრონების გადაწყვეტილებაა.









