LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

დაპოსტა 2026/01/27-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება.

მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი არიან.

„2021 წლის ბოლო განხილვის შემდეგ ჩემი მანდატით ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისთვის 8 შეტყობინება წარმოადგენდა, რომელთაგან პასუხი არცერთზე არ მიგვიღია. ასევე, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიყავი და ანგარიში გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წარვუდგინე. ვიზიტის დროს დავაფიქსირე ადამიანის უფლებებით სარგებლობის სივრცის სერიოზული შევიწროება, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ადამიანის უფლებადამცველთა რეპრესიები. 2023 წლის შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არიან“, – წერს გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი X-ზე.

მისი თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევის შეჩერების შესახებ გამოცხადებას, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, ადამიანის უფლებების სავარაუდო ფართომასშტაბიანი დარღვევებით, ძალის გადამეტებული გამოყენებითა და დაკავებისას წამების შესახებ ცნობებით“.

„2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც ეხება შეკრებებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლის სამართლის კანონმდებლობას. ყველა მათგანი სერიოზულად ზღუდავს ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლებლობას. ასევე, ახალი კანონების სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება გახდა, მათ შორის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ (FARA) და „გრანტების შესახებ კანონის“ გამო, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტების მიღებას ან მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების განახლებას უკრძალავს. ამ კანონებთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებადამცველები ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მოჩვენებით სისხლის სამართლის საქმეებს ებრძვიან, მათ შორის „საბოტაჟის“ საქმეებს. განსაკუთრებული სამიზნე ობიექტები არიან LGBTIQ+ უფლებადამცველები, მათ შორის ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის კანონის“ საშუალებით“, – აცხადებს ლოულორი.

 

მერი ლოულორის თქმით, საქართველომ უნდა გააუქმოს: „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ და „გრანტების შესახებ კანონში“ ბოლოს განხორციელებული ცვლილებები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები. კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

ასევე, საქართველომ უნდა გადახედოს ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობას და ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებელი სასამართლო განხილვა უზრუნველყოს.

ლოულორი აღნიშნავს, რომ საქართველომ მისი ვიზიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების განხორციელებაზე უნდა იმუშაოს.

ლოულორი წერს, რომ საქართველომ „მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს“. ასევე, „შეწყვიტოს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებადამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და მთავრობის კონტროლირებადი მედია საშუალებების მიერ“.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"