LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველო კარგავს საკუთარ ადგილს და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც – გიორგი შარაშიძე

დაპოსტა 2026/01/22-ში
66
ნახვა
გაზიარება

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის რეალური პერსპექტივის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნების“ იზოლაციონისტურმა და ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, შედეგი გამოიღო – საქართველო კარგავს საკუთარ ადგილს და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც, სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის გამო, საქართველოსა და ამერიკას შორის წლების წინ უმაღლეს დონეზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და „ოცნების“ მიერ არჩეული ანტიევროპული პოლიტიკა რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივას.

„მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი, გონივრული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით ცდილობენ მაქსიმალურად ისარგებლონ სწრაფად ცვალებადი გლობალური პოლიტიკური პროცესებით და საკუთარი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებით მოქმედებენ, საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს რეჟიმს, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და ღია კოლაბორაციაშია შესული ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერთან და ოკუპანტთან, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას.

ვხედავთ, რომ „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის გამო, საქართველოსა და ამერიკას შორის წლების წინ უმაღლეს დონეზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და „ოცნების“ მიერ არჩეული ანტიევროპული პოლიტიკა რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივას.

თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს აღარ იწვევენ ისეთ მნიშვნელოვან ფორუმებზე, როგორიცაა დავოსი, სადაც მსოფლიოს ლიდერები ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებზე თანხმდებიან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება“, როგორც არადემოკრატიული, კორუმპირებული და კრიმინალური რეჟიმი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების მოტივაციით მოქმედებს, რის გამოც მზად არის დააზიანოს საქართველოს ეროვნული ამოცანები და ხელისუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნება საქართველოს სტრატეგიულ როლში გაცვალოს.

სამწუხაროდ, „ოცნების“ მიერ ბოლო წლებში გატარებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დამაზიანებელი ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნიდან იზოლაციაში მყოფ, გაღარიბებულ, საკუთარი მოქალაქეებისგან დაცლილ და კორუმპირებულ ქვეყნად გადაქცევის საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა შარაშიძემ.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს 4 ნიშანს, თებერვლამდე მნიშვნელოვანი შეთავაზებები ელის

იანვარი 22, 2026
63
მთავარი

2026 წლის თებერვლამდე ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღოს. ეს ეხება კარიერასაც და პირად გეგმებსაც. ასტროლოგები გვირჩევენ, მოვუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავად ვთვლით სწორად....

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება

იანვარი 22, 2026
44
მთავარი

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება. „ის, რომ პედაგოგი მობილურ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
40
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი არასრულწლოვანი წევრი დააკავეს

იანვარი 22, 2026
46
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. როგორც უწყებაში განმაrტეს, მათ ბრალი ედებათ მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული წამებისა და...

დაწვრილებითDetails

სუს-ი ქსელურ სუპერმარკეტებში შევიდა და ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო

იანვარი 22, 2026
214
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება. „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“,-განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ირაკლი კობახიძე

იანვარი 22, 2026
38
მთავარი

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე წერს. "დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია....

დაწვრილებითDetails

ვაშლიჯვარში მანქანა ამოტრიალდა – ვითარება ადგილზე

იანვარი 22, 2026
59
მთავარი

ვაშლიჯვარში მანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამ მოქალაქეს ბელგიაში 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

იანვარი 22, 2026
89
მთავარი

ბელგიაში საქართველოს სამ მოქალაქეს საპარსებისა და კბილის ჯაგრისების მოპარვისთვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბელგიური მედიის ინფორმაციით, 49 წლის ზურაბ კ.-მ და 38 წლის კახა ა.-მ 16-დან 19 ივლისამდე ჯამში თერთმეტი ქურდობა...

დაწვრილებითDetails

დადგება დღე, როცა სომხური ტვირთი საქართველოს კი არა, პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის და ეს დღე შორს არ არის – ალიევი

იანვარი 22, 2026
71
მთავარი

თუ დღეს სომხური ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხდება, დადგება დღე და ეს დღე შორს არ არის, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა დავოსში,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხოეთიდან გამოწერებში ისევ Temu ლიდერობს

იანვარი 22, 2026
67
მთავარი

2025 წლის პირველ ნახევარში საქონლის უცხოეთიდან ონლაინ-გამოწერებმა 900 მლნ ლარი შეადგინა, ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი კი Temu-დან იყიდეს. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი. პუბლიკაციის მიხედვით, Temu განხორციელებული ტრანზაქციების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».