ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ახლა დროა და ეს გაკეთდება!!!“ – აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატო-სთან დიალოგს აწარმოებს. „გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატო-ს ვესაუბრებით. გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან გვჭირდება. თუ მას ვერ მივიღებთ, მაშინ ეროვნულ უსაფრთხოებაში დიდი ხვრელი გვექნება, კერძოდ, „ოქროს გუმბათისა“ და სხვა საკითხების თვალსაზრისით“, – განაცხადა ტრამპმა.










