LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

დაპოსტა 2026/01/15-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს.

„როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის საჯარო წყაროებიდან დაფინანსებულმა ტელევიზიამ BBC გამოაქვეყნა ფილმი და დაკავშირებული სხვა პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ მძიმე, საზიანო და კატეგორიულ ბრალდებებს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი „კამიტის“ თითქოსდა გამოყენების შესახებ. აღნიშნული ბრალდებები არის ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური.

ბრალდებების აბსურდულობა, დარღვევებისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ხასიათი და მასშტაბი, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კამპანიასთან, რომლის მიზანია წინასწარ განსაზღვრული ყალბი ნარატივით საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციული დაზიანება. გამოყენებული მასალების სანდოობის ხარისხი და მათი საზოგადოებისთვის წარდგენის ფორმა კი ააშკარავებს, რომ პუბლიკაციები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკური ნარატივის ფორმირებას, და არა აუდიტორიის ინფორმირებას ზუსტი, დაბალანსებული და სათანადოდ წყაროებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გზით. აღნიშნული ყალბი ნარატივი შემდგომში გავრცელდა და გაძლიერდა მრავალი მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის თუ შიდა პოლიტიკური აქტორის მიერ და გამოიყენება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის ინსტრუმენტი საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, BBC-ის ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენს მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ, ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ის.

რაც შეეხება საჩივრის დასაბუთებას და ჩვენს მოთხოვნას.

აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად BBC-ის სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს (ოფკომი) მაუწყებლობის კოდექს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს.

პირველ რიგში, საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან. BBC-იმ მის პუბლიკაციებში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება „კამიტი“. ეს მტკიცება არ ეფუძნება არც ერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგანს საქმეთა სამინისტროს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია.

BBC თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრებების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ, და მიუხედავად ამისა სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები.

გარდა ამისა, BBC ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მიუკერძოებლობის დარღვევა. პროგრამა ავითარებს აშკარად ერთმხრივ ნარატივს და საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორს, „პრორუსულს“, „რუსული ინტერესების მხარეს მდგომს“ და ა.შ. ამავე დროს, იგნორირებულია ხელისუფლების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად.

მესამე საკითხი ეხება სამართლიანობისა და პასუხის უფლების უგულებელყოფას. BBC-მ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება თავად BBC-ის სარედაქციო წესებს, რომლებიც მძიმე და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ბრალდებების შემთხვევაში ითხოვს რეალურ კომუნიკაციას ადეკვატური ვადის დაცვით.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ცილისწამების ელემენტები. პროგრამაში გამოყენებულია კონკრეტული პირების განცხადებები, რომელთა სანდოობა, ინტერესთა კონფლიქტი და წარსული არ არის გამჟღავნებული აუდიტორიისთვის. შედეგად, მაყურებელი იღებს დამახინჯებულ სურათს, სადაც ვარაუდები და ჰიპოთეზები წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ფაქტები.

საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.

ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს:

  1. ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
  2. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა,
  • ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“
  • ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ
  • ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია
  • ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში

აქვე განვმარტავ, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ.

თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს.

საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"