ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ![]()
ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა – ქუთაისი –ბრატისლავას მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს.
პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ქუთაისიდან ბრატისლავის მიმართულებით 237 მგზავრი გაფრინდა ![]()
პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ ![]()
ბრატისლავა – ქუთაისის მიმართულება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირველი პირდაპირი საჰაერო კავშირია
![]()
ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძამ, "პირველებს" უთხრა, შემთხვევა სეკაკში, გუშინ მოხდა. კაცი ამტკიცებს, რომ მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად...









