LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“სა­თაფ­ლი­ას გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მოჩ­ნდა ჩონ­ჩხი, მას­ზე ძვე­ლი კო­დის მა­ტა­რე­ბე­ლი არა­ვინ არის მსოფ­ლი­ო­ში”

დაპოსტა 2026/01/09-ში
3.4k
ნახვა
გაზიარება

იმე­რეთ­ში სა­თაფ­ლი­ას გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მოჩ­ნდა ჩონ­ჩხი, რო­მელ­საც ავუ­ღეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და მას­ზე ძვე­ლი კო­დის მა­ტა­რე­ბე­ლი არა­ვინ არის მსოფ­ლი­ო­ში – ამის შესახებ ambebi.ge-სთან ინტერვიუში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელმა გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძემ განაცხადა. 

დღეს, რო­დე­საც გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ჩანს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­უ­ლოდ­ნელ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი, თურ­ქი ქა­ლის ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია კი ნამ­დვილ ჰი­ტად იქცა.

ქალს, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თურ­ქუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლად თვლი­და თავს, DNA ანა­ლი­ზის შე­დე­გებ­მა ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა თავ­და­ყი­რა და­უ­ყე­ნა. ეკ­რან­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ნახ­ვი­სას, მან გა­ო­ცე­ბა ვერ და­მა­ლა და კა­მე­რას­თან და­ი­ჩივ­ლა:

“Ne? Türk değil miyim abi ben?” (რა? თურ­ქი არ ვარ, ძმაო, მე?!)

მისი ტეს­ტის შე­დე­გე­ბი კი ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს რე­გი­ო­ნულ გე­ნე­ტი­კურ სუ­რათ­ზე, რო­მელ­შიც ქარ­თულ და სომ­ხურ კვალს აშ­კა­რად წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი აქვს:

თურ­ქი ქა­ლის DNA ტეს­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ქარ­თუ­ლი – 43.6%, სომ­ხუ­რი – 37.5%, სამ­ხრეთ იტა­ლი­უ­რი – 15.6%, ქურ­თუ­ლი – 1.9%, ხოლო ბერ­ძნუ­ლი და ალ­ბა­ნუ­რი – 1.4%.

ეს არ არის ერ­თა­დერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა – რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ობ­მა ბურ­ჯუ ბი­რი­ჯიქ­მაც ტეს­ტის შე­დე­გად გა­ი­გო, რომ 100%-ით ლაზი, ანუ ქარ­თვე­ლი იყო.

ამ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნის ფონ­ზე, გა­დავ­წყვი­ტეთ, გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის თე­მა­ზე სტა­ტია მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ “ქარ­თუ­ლი გე­ნო­ტი­პი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია”.

გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძე:

– 2010 წელს და­ვა­არ­სეთ პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, რო­მელ­საც ერ­ქვა კავ­კა­სი­ე­ლი და ანა­ტო­ლი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ეთ­ნო­გე­ნე­ზი­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრი. ეს არის ახა­ლი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ვე­ცა­დეთ, ფეხი აგ­ვე­წყო. მით უმე­ტეს, გვყავ­და ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი ივა­ნე ნა­სი­ძე – ცნო­ბი­ლი გე­ნე­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც მაქს პლან­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. მე ვი­ყა­ვი სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. მო­ვიწ­ვი­ეთ ვანო ნა­სი­ძე სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლად. ის ახლა უკვე გარ­დაც­ვლი­ლია. ქარ­თვე­ლი იყო ამ მეც­ნი­ე­რე­ბის სა­თა­ვე­ში. ეს მეც­ნი­ე­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით გვაჩ­ვე­ნებს გვა­რე­ბის ნა­თე­სა­ო­ბას და წარ­მო­მავ­ლო­ბას.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის, ლა­ზე­ბის, ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ქარ­თულ სამ­ყა­როს­თან გე­ნე­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნა. პირ­ვე­ლი ანა­ლი­ზე­ბი ჩა­ვუ­ტა­რეთ ლა­ზებს და იმერ­ლებს, ეს ორი ქარ­თუ­ლი კუ­თხე შე­ვა­და­რეთ ერ­თმა­ნეთს. ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, იქ ვგზავ­ნი­დით ანო­ნი­მურ ტესტს და ასეა ახ­ლაც. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ღია ბაზა. გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის კოდი წე­რია და ვი­საც უნ­დო­და, თა­ვი­სი გვა­რი ჩა­წე­რა და ღიაა, ნა­წილს არ ჩა­უ­წე­რია და ის არის ანო­ნი­მუ­რი.

– შე­დე­გი რო­გო­რი იყო?

– იმი­ტომ არის ეს დნმ-კვლე­ვა ობი­ექ­ტუ­რი, რომ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ნათ­ლად და­ი­ნა­ხოს თა­ვი­სი ად­გი­ლი ამ დიდ გე­ნე­ტი­კურ ოჯახ­ში: რო­მელ გვარ­თან უფრო ახ­ლოს არის და რამ­დე­ნად, რამ­დე­ნი წლის წინ მოხ­და ამ გვარ­თან გა­ყო­ფა, ასე­ვე ჯგუ­ფის კუთ­ვნი­ლე­ბა, რა არე­ა­ლი­დან არის წარ­მო­შო­ბით.

ამ ობი­ექ­ტუ­რო­ბამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი გე­ნო­ტი­პი არის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი გე­ნო­ტი­პი, თუ ერ­თა­დერ­თი არა, მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, იმე­რეთ­ში სა­თაფ­ლი­ას გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მოჩ­ნდა ჩონ­ჩხი, რო­მელ­საც ავუ­ღეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და მას­ზე ძვე­ლი კო­დის მა­ტა­რე­ბე­ლი არა­ვინ არის მსოფ­ლი­ო­ში. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება1351

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
577
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
24
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

იანვარი 27, 2026
50
მთავარი

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. „მოლდოვა ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
27
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

იანვარი 27, 2026
46
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 076 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.15%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
776
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
4.8k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები – რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

იანვარი 27, 2026
184
მთავარი

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
46
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
669
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».