აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, გოგისა ტომარაძის გარდაცვალების გამო.
გოგისა ტომარაძე 1986-1997 წლებში ხელმძღვანელობდა ფიზიკის კათედრას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში ფიზიკის დარგის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების პროცესში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს. – წერს უნივერსიტეტი სამძიმრის პოსტში.










