LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

“მოლოტოვის კოქტეილი“ კოცონზე დაწვის სიმბოლიზმია, ეს ნამდვილად პროევროპულია” – შალვა პაპუაშვილი აქციებზე დაკავებულებზე

დაპოსტა 2026/01/07-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

მნიშვნელოვანია, ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოჰყვეს – ვისაც იმის სითამამე ჰყოფნის, რომ დანაშაული ჩაიდინოს, იმის სითამამეც ეყოს, რომ დანაშაულისთვის პასუხი აგოს! მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე დამნაშავეებთან გვაქვს და სწორედ ამის თქმა არ უნდათ! – „მოლოტოვის კოქტეილი“ შუა საუკუნეებში ადამიანების კოცონზე დაწვის სიმბოლიზმია – კი ბატონო, ეს ნამდვილად პროევროპულია, ოღონდ რამდენიმე საუკუნის წინანდელი! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ „ყველა სასჯელი თანაზომიერია და ქართულმა დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა თქვა“.

„შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა და მისი გადასაწყვეტია ვინ, როდის და რა მოტივით შეიწყალოს.

რაც შეეხება მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა – ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოსდევს. ამის გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი. დღეს არის მცდელობა იმისა, რომ დანაშაული მოგვყიდონ როგორც კეთილი საქმე, ძალადობა მოგვყიდონ როგორც სიყვარული, პარლამენტის დაწვა მიგვყიდონ როგორც დემოკრატიის ზეიმი. აი ამას აკეთებენ მრუდე ქართველები უცხოური დაფინანსებით!

მთავარი პრობლემა ის არის, რომ უნდათ გარედან თავს მოგვახვიონ ძალადობა, თავს მოგვახვიონ ზიზღი, თავს მოგვახვიონ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედება და ეს ყველაფერი მოგვყიდონ როგორც პროევროპულობა. თურმე „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადება – ბენზინის ჩასხმა, შიგნით ნაჭრის ჩადება, წაკიდება, ადამიანისთვის სროლა და ცეცხლის წაკიდება, ეს არის პროევროპულობა. დღეს ბრიუსელი ამას ამბობს! ამბობს, რომ ადამიანისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის პროევროპულობა.

ბრიუსელი და მათი პოლიტიკური ლიდერები უსამართლოდ გასამართლებულებზე საუბრობენ. ვინ არის უსამართლოდ?! – „მოლოტოვის კოქტეილია“ უსამართლობა?!

მთავარია საკითხია ის, რომ დანაშაულს დანაშაული ეწოდოს! როდესაც ბრიუსელიდან დანაშაულს სათნო საქციელს უწოდებენ. ბრიუსელი ამბობს, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი უსამართლოდ არის დაჭერილი, საკუთარი ცოლის პირადი ცხოვრების ჩამწერი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული, თაღლითი უსამართლოდ არის დაკავებული. ეს მოგვეყიდება როგორც ევროპულობა და ზუსტად ეს არის ევროპის ღირებულებითი დაღმასვლის დასტური. ბრიუსელს დღეს ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიჰყავს.

რა უნდა მოხდეს იმაზე უფრო სამარცხვინო, როცა ადამიანის დაწვას პროევროპულობას ეძახიან?! სხვათა შორის ევროპაში ადამიანებს წვავდნენ – წვავდნენ შუა საუკუნეებში. თუ ეს არის პროევროპულობა, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ადამიანის დაწვა არის პროევროპულობა, კი ბატონო არის, ოღონდ არის რამდენიმე ასწლეულის წინანდელი ევროპულობა და ზუსტად ამ იდეოლოგიაში არიან ჩარჩენილი!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"